ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების ისტორიულ ძეგლებზე მონიტორინგი ჩატარდა

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არეალში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, განხორციელდა მონიტორინგი.
მონიტორინგი ჩატარდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: მაჭარწყალიში, ღვთისმშობელში, გუჯარეთში, წითელსოფელში, ოდეთსა და გვერდისუბანში.
მონიტორინგის განხორციელებაში მონაწილეობდა მონიტორინგის სპეციალისტი გიორგი ლაზარაშვილი.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგი ჩატარდა შემდეგ ძეგლებზე:
1. მაჭარწყალი, სახდელის ხევის სამება – VIII- X სს XX საუკუნე, ძველ ნაეკლესიარზე;
2. მაჭარწყალი, ყერძენის (სარბიელას) ციხე – IX – XI საუკუნეები;
3. მაჭარწყალი, წმ. ნიკოლოზის ეკლესია – X საუკუნე;
4. ღვთისმშობელი, ღვთისმშობლის ეკლესია – X საუკუნე;
5. გუჯარეთი, წმ. ნიკოლოზის ეკლესია – განვითარებული შუა საუკუნეები;
6. გვერდისუბანი, ღვთისმშობლის ეკლესია – IX – X საუკუნეები;
7. ოდეთი, ნაეკლესიარი ახლო სალოცავი – განვითარებული შუა საუკუნეები;
8. წითელისოფელი, წითელი ეკლესია – X – XI საუკუნეების მიჯნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები