სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცებმა დღეს ფიცი დადეს(ფოტოკოლაჟი)

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 95 სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ცერემონიალს აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ლევან ქავთარაძე დაესწრო.
ფიცის დადებამდე მომავალმა სამხედროებმა საწყისი საბრძოლო მომზადების 10 კვირიანი (BCT) კურსი გაიარეს. პროგრამა ანალოგიურია იმ მომზადებისა, რასაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები გადიან. საბრძოლო მომზადების განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო წესდებები შეისწავლეს.
სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო სამსახურის განმავლობაში სრულყოფილ მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას მიიღებენ სწავლებებში, რაც ქვედანაყოფებში ჩატარდება.
სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები განახლებული პროგრამით 2016 წლის 29 ნოემბრიდან ემზადებიან. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით სარგებლობენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობა აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები