“არ ვთვლი, რომ ამ ფაქტის გამო სოზარ სუბარი უნდა გადადგეს“
ის, ვინც დანაშაულს ებრძვის, ვინც ციხეში მუშაობს, უნდა ჰქონდეს მეტი პრემია სხვა საჯარო მოხელესთან შედარებით, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დაუსაბუთებელი – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “იმედის“ ეთერში ტოქშოუში “რეაქცია“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიების თემაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, ეს არის ცუდი ფაქტი და დასანანია, რომ პირმა, ვინც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, მინისტრს არ შეატყობინა. თუმცა წულუკიანი არ მიიჩნევს, რომ ამ ფაქტის გამო სოზარ სუბარი უნდა გადადგეს.
“მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ამ ფაქტის გამო მინისტრი უნდა გადადგეს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან მოდის ქართული ციხეები. ეს გახლდათ ის ადგილი, სადაც ჩურჩული იყო წესი და ჩურჩულს რომ თავი დავანებოთ, ხალხს აუპატიურებდნენ. სოზარ სუბარს ჩაბარდა ყველაზე მძიმე სისტემა და მან ამ სისტემას მიხედა. მინდა ხაზი გავუსვა მისი გუნდის წევრებსაც – მხოლოდ მისი ერთი მოადგილე არჩილ თალაკვაძე რომ ავიღოთ, “ნაციონალური მოძრაობის” მთელ მთავრობას ჯიბეში ჩაისვამს – ესაა ის ხალხი, რომელმაც ციხეში ისეთი სამედიცინო სისტემა და მათ შორის “C” ჰეპატიტის მკურნალობა შეიტანა, რომ მიხუმრია კიდეც სოზართან, თუ ეს დაავადება გამიჩნდა, მოგთხოვ, ციხეში ჩამსვა-მეთქი. რაც კარგია, იმას ხაზი არ უნდა გადავუსვათ “, – აღნიშნა წულუკიანმა.