დავით ნარმანია სამგორის რაიონის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად შეხვდა

კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ვარკეთილი-3-ის, ზემო პლატოს და მოსკოვის გამზირის მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან – ია მაკასაშვილთან, ლია ჯახველაძესთან და ლევან დარახველიძესთან ერთად გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.
საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა, სატრანსპორტო პრობლემა, დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და კორპუსებიდან ცენტრალურ გზამდე მისასვლელი გზები მოსახლეობას პრობლემას უქმნის.
დედაქალაქის მცხოვრებლები სანიაღვრე სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ძლიერი წვიმის დროს ქუჩებში გადაადგილება შეუძლებელია.
დავით ნარმანიამ მოსახლეობას პრობლემის მოგვარების გზებზე ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათ მოგვარებას დაპირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები