ლარი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0321 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.6165 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.5844 ლარი ღირდა.
0.0455 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.0323 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9868 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები