სარფის საბაჟოზე, ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად, მუშა და თურქეთის მოქალაქე დედა-შვილი დაშავდნენ

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად, მუშა და თურქეთის მოქალაქე დედა და მისი არასრულწლოვანი შვილი დაშავდნენ. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს გადაუდებელი თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელის, რუსუდან ქამადაძის ინფორმაციით, ქართველ მუშას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული, ხოლო თურქეთის მოქალაქე ქალბატონს ტრავმული დაზიანებები არ აღენიშნება.
“შემოყვანილია ორი პაციენტი, ერთი თურქეთის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქე მამაკაცი. მას ქუსლის ძვლის მოტეხილობა აქვს, ხოლო ქალბატონს ტრავმული დაზიანებები არ აღენიშნება. ორივე მათგანი კლინიკაში რჩება, დაკვირვების ქვეშ”, – განაცხადა ექიმმა.
შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო წარმოებისას, წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები