KID Jesus და სიმებიანი კვარტეტი ბათუმში კონცერტს გამართავს
6 სექტემბერს, 20:00 საათზე, პირველად ბათუმში, KID Jesus და სიმებიანი კვარტეტი გამართავენ ექსპერიმენტულ ინდი როკ კონცერტს კლასიკური მუსიკის სინთეზით.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტს ბათუმის დრამატული თეატრი უმასპინძლებს.
KID Jesus ჩამოყალიბდა 2012 წელს, თბილისში, ლევან შანშიაშვილის (გიტარა, ვოკალი), ცოტნე ჩიქობავასა (ბასი) და არჩილ შიოშვილის (დრამი) მიერ, რათა შეექმნათ საუკეთესო ინდი-ჯიზაზ-როკ მუსიკა. მუსიკოსები პირველად „აივანი Season 2“ ზე წარდგნენ, „თბილისი ივენთ ჰოლში“.
2012 წელს KID Jesus გახდა გამარჯვებული ისეთი მასშტაბური პროექტისა, როგორიცაა Newcomers Tbilisi. 2013 წელს KID Jesus პირველი ქართული ბენდი იყო Tbilisi Open Air / AlterVision-ზე, რომელმაც დაუკრა ისეთი მუსიკოსების გვერდით, როგორიცაა The Subways, Modeselektor და Tricky.
ინდი როკის შესრულება კლასიკური მუსიკის აკომპანირებით ქმნის განსაკუთრებულ და სპეციფიკურ ჟღერადობას, რის გამოც გადაწყდა ამ ექსპერიმენტის ჩატარება. ასევე, KID Jesus შეასრულებს რამდენიმე კომპოზიციას ახალი ალბომიდან, რომელიც სამომავლოდ ვინილის სახით გამოვა.