ნიქოზში რეზო გაბრიაძის მონათხრობის მიხედვით გადაღებული ფილმის – „ჰარი ჰარალე, დედაო!” – ჩვენება გაიმართება
5 სექტემბერს, 14:30 საათზე, ნიქოზის საეპისკოპოსო სასახლეში სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის – „ჰარი ჰარალე, დედაო!” ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფილმის ჩვენება ნიქოზის ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
რეჟისორი: ლევან გაბრიაძე (საქართველო).
ბიოგრაფიული ფილმი „ჰარი ჰარალე, დედაო!“ გადაღებულია ცნობილი სცენარისტის, თეატრის რეჟისორის, მხატვრისა და და მოქანდაკის, რეზო გაბრიაძის მონათხრობის მიხედვით.
1-7 სექტემბერს, გორის რაიონის საზღვრისპირა სოფელ ზემო ნიქოზში ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი” მიმდინარეობს.