ბათუმში ახალგაზრდა ქალი მე-5 სართულიდან გადავარდა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ქალბატონი, მრავლობითი დაზიანებით, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, 25 წლის ქალი ერაყის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში არის რეგისტრირებული და დროებით ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები