ანრი ოხანაშვილი: ჩვენ უნდა დავცალოთ ნებისმიერი პოლიტიკური გზავნილისგან, ნებისმიერი ვიწრო პარტიული ინტერესისგან ეს დოკუმენტი

ხორავას საპარლამენტო კომისიის დასრულდების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გაკეთა და დღევანდელი მუშაობა შეაფასა.
,, ჩვენს მიერ შემუშავებული დასკვნის პროექტი ეფუძნება ობიექტურ გარემოებას და მტკიცებულებათა ერთობლიობას. დაცლილი არის მაქსიმალურად ყველანაირი ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებისგან. ჩვენ დავადგინეთ ხარვეზები, რომლებმაც გავლენა იქონიეს მტკიცებულებათა ხარისხზე. ასევე დავადგინეთ ის, რომ არ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები ამა თუ იმ პირთა მიმართებაში. დავადგინეთ ასევე ის, რომ ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა დაგვიანებით კონკრეტულ პირთა მიმართებაში. ასე რომ ჩვენ მოვიყვანეთ მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებით და სამართლებრივი დასაბუთება თუ რა როგორ განხორციელდა. შესაბამისად, ჩვენ აღვნიშნეთ ისიც რომ ადგილი ქონდა ამ საქმის გამოძიების პროცესში კომუნიკაციის ნაკლებობას საზოგადოებასთან და დაზარალებულ ოჯახებთან, რაც მიგვაჩნია რომ ასევე არის მნიშვნელოვანი ხარვეზი.
ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ყველამ ნახოს ობიექტური მოცემულობა თუ რა ხდებოდა ამ საქმის ირგვლივ. ეს ობიექტური მოცემულობა უნდა იყოს დასაბუთებული და გაჯერებული მთელი რიგი სამართლებრივი საკითხებით. თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, მაშინ გამოდის რომ კომისიამ იმუშავა სამართლებრივი დასაბუთების და არგუმენტების გარეშე დადო დასკვნა , რაც იქნება იარლიყი იმ კონკრეტული ძალისთვის , რომელიც ასეთ დოკუმენტს შეიმუშავებს. ამიტომ ჩვენ უნდა დავცალოთ ნებისმიერი პოლიტიკური გზავნილისგან, ნებისმიერი ვიწრო პარტიული ინტერესისგან დოკუმენტი, ჩვენთვის მთავარია კრიტიკულად მივუდგეთ საკითხს, დავსვათ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც გაჟღერდა საზოგადოებაში და გავცეთ დასმულ შეკითხვას პასუხი.
დღეს ჩვენ სხდომის ფარგლებში დავსვით ძალიან მწვავედ ბევრი საკითხი, რომ არ შეიძლება აპრიორი მტკიცება იმის, რისი მტკიცებულებაც არ გაგვაჩნია. შესაძლოა ჩვენ გვინდოდეს და გვქონდეს სურვილი, მაგრამ თუ ჩვენ ამას ვერ დავურთავთ კონკრეტულ მტკიცებულებებს, მაშინ აღმოჩნდება რომ ის რაზეც საზოგადოებაში გაჩნდა პროტესტი- კონკრეტული კითხვები, იგივე შეიძლება გაჩნდეს კომისიასთან მიმართებაში, თუკი კომისია ვერ შეძლებს დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია. ეს არის საფრთხე, ამ საფრთხეს უნდა გავუმკლავდეთ იმით, რომ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაფუძნებით უნდა დავდოთ ჩვენ დასკვნა. ერთი რაც შემიძლია გითხრათ, ჩვენს დოკუმენტში – დასკვნაში დადგინდა, რომ მართლმსაჯულების განხორციელებაში ზემოქმედება რომელიმე საჯარო უწყების მხრიდან საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ არ მომხდარა. ‘’- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები