გიორგი გეგეჭკორი: სემ პატენი არანაირ მნიშვნელოვან მონაწილეობას არ იღებდა ჯერ კიდევ ახალშექმნილი კოალიციის საქმიანობაში

კოალიცია „ქართული ოცნების“ საერთაშორისო-პოლიტიკური ჯგუფის ყოფილი წევრი გიორგი გეგეჭკორი ამერიკელ პოლიტიკურ კონსულტანტ სემ პატენთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
„როგორც მოგეხსენებათ, 2011 წლის 7 ოქტომბერს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება და იმ მომენტიდან, კოალიციურ რეჟიმში გადავიდა პოლიტიკური გაერთიანებების მუშაობა, რომელთა შორის იყო ირაკლი ალასანია და „თავისუფალი დემოკრატები“. სწორედ მათი საშუალებით შემოვიდა სემ პატენი და მისი ფირმა იმ პერიოდში ჩვენს საერთაშორისო საქმიანობაში. დაიდო საჯარო და ტრანსფარენტული ხელშეკრულება, ეს არ გახლდათ დამალული, თუმცა, სამწუხაროდ, გამომდინარე იქედან, რომ სასურველი შედეგი ვერ დაიდო, რაც კოალიციას და კოალიციის ლიდერს სურდათ, ძალიან მოკლე პერიოდში, დაახლოებით ორთვე-ნახევარში, არაუმეტეს სამი თვისა, კონტრაქტი გაწყდა სემ პატენსა და მის კომპანიასთან. ის არანაირ მნიშვნელოვან მონაწილეობას არ იღებდა ჯერ კიდევ ახალშექმნილი კოალიციის საქმიანობაში, განსაკუთრებით, საერთაშორისო ასპარეზზე, არ იყო ძლიერი მოთამაშე და არც მისი ფირმით ვიყავით კმაყოფილი.
შემდეგ, უკვე 2012 წლის თებერვალში, ძალიან მსხვილ და იმ პერიოდისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კომპანიასთან – Patton Boggs-თან დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ლობისტური ჯგუფი იყო ვაშინგტონში და მათთან გავაგრძელეთ მუშაობა. სემ პატენი არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენდა კოალიციისთვის, ის იყო დასაწყისში და ისიც ირაკლი ალასანიას მიერ რეკომენდებული პერსონაჟი იყო, რომელსაც არანაირი წვლილი არ მიუძღვის და ნამდვილად არ იყო ფიგურანტი და მსხვილი მოთამაშე“,-აღნიშნა გიორგი გეგეჭკორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები