დიმიტრი ცქიტიშვილი: ევროპარლამენტის ანგარიშში ცალსახადაა პოზიტიური შეფასებები

“ძალიან ბევრი მიმართულებით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშს გამოეხმაურა. მისი თქმით,ანგარიშში ცალსახადაა პოზიტიური შეფასებები, ძალიან ბევრი მიმართულებით. “შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას აქვს ძალიან ტენდენციური და არაკომპეტენტური დასკვნა, რადგან მისი კვლევა ეფუძნება არასწორ ან მოძველებულ მონაცემებს, ან საკუთარ კვლევას, რომელიც გარკვეულ უხერხულობასაც ქმნის. რაც შეეხება ანგარიშს, რომელიც არა კონკრეტულად ერთმა პოლიტიკურმა პირმა პარლამენტში, არამედ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, ეგრეთ წოდებულმა AFET-მა მოამზადა, აქ ცალსახადაა პოზიტიური შეფასებები ძალიან ბევრი მიმართულებით, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით, რომელიც შეეხება ასოცირების ხელშეკრულების რეალიზაციას.
ასევე, შემხვედრი კომენტარები გაკეთდა ევროკომისიიდან, რომელიც მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ევროკავშირისა, ისიც ასევე პოზიტიურად აფასებს მოვლენებს და იმ დინამიკას, რომელიც საქართველოს აქვს, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების თვალსაზრისით. სავარაუდოდ, საბოლოო ჯამში, ასეთი დოკუმენტი გავა. არანაირი პირდაპირი ეფექტი, შედეგი ან კავშირი ეგრეთ წოდებული „დამოუკიდებელი ექსპერტის“ ანგარიშს ამასთან არ შეიძლება ჰქონდეს.
ახლა იწყება უკვე პოლიტიკურ ჯგუფებში ამ დოკუმენტის განხილვა, საბოლოო ჯამში, თუ არ ვცდები, ნოემბერში მივიღებთ ამ დოკუმენტს და დარწმუნებული ვარ, რომ მასში ბევრი პოზიტიური საკითხი დაფიქსირდება, თუმცა, აქვე არის რეკომენდაციებიც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია”,- აღნიშნა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ანგარიშში შესწორებები და რეკომენდაციები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები