სოლიდურმა ამერიკულმა ჟურნალმა სექტემბრის თვის ნომერი ქართულ ლიტერატურას მიუძღვნა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის გამო, სოლიდურმა ამერიკულმა ლიტერატურულმა გამოცემამ, Words Without Borders-მა სექტემბრის თვის ნომერი ქართულ ლიტერატურას მიუძღვნა.
WWB-მა ნომერი მთლიანად ფრანკფურტის ბაზრობასა და საპატიო სტუმარი ქვეყნის ლიტერატურას დაუთმო
და ექვსი თანამედროვე ქართველი ავტორი წარადგინა.
ესენი არიან: ნაირა გელაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, ლელა სამნიაშვილი, ბექა ქურხული და ირაკლი კაკაბაძე.
ქართველი ავტორების ნაწარმოებების თარგმანებს თან მწერლების ხმოვანი ჩანაწერებიც ახლავს.