ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ღონისძიება – „კავშირი ბუნებასთან“ გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე ბორჯომში იმყოფებოდა, სადაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას – „კავშირი ბუნებასთან“ დაესწრო.
„დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ამ ასაკიდანვე ვასწავლოთ ბუნების სიყვარული, თუ როგორ დაიცვან ბუნება. ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ ახლა ვმუშაობთ სტრატეგიაზე, რომლის მიხედვითაც უფრო მეტად ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები გარემოსდაცვით აქტივობებში“, – განაცხადა ვალერიან მჭედლიძემ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტში ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოეწყო ეკოსაგანმანათლებლო ტური, ბავშვებმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პრაქტიკულად შეასრულეს ველზე რეინჯერის, ფერმერის და ბუნებრივი სპეციალისტის როლი. ღონისძიების ფარგლებში, გარემოსდაცვით თემატიკაზე ლექციები ჩატარდა, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბების და ფუნქციონირების შესახებ, ასევე, არსებული ბიომრავალფეროვნებისა და მისი დაცვის აუცილებლობის შესახებ.
„კავშირი ბუნებასთან“ აშშ-ის მშვიდობის კორპუსის დაფინანსებით ჩატარდა. პროექტი 3-ეტაპიანი იყო და მასში ხარაგაულის, აწყურის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების 60 მოსწავლე მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები