დავით ნარმანია ვარკეთილისა და სამგორის მოსახლეობას შეხვდა

   კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ვარკეთილის და მოსკოვის გამზირის მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ნარმანიამ ვარკეთილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ია მაკასარაშვილთან და სამგორის რაიონის დეპუტატობის კანდიდატთან ლია ჯახველაძესთან ერთად მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.
მერობის კანდიდატის პრესაამსახურის ცნობით, საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა, სატრანსპორტო პრობლემა, დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და კორპუსებიდან ცენტრალურ გზამდე მისასვლელი გზები მოსახლეობას პრობლემას უქმნის. დედაქალაქის მცხოვრებლები სანიაღვრე სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ძლიერი წვიმის დროს გადაადგილება შეუძლებელია.
დავით ნარმანია მოსახლეობას პრობლემის მოგვარების გზებზე ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათ მოგვარებას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები