რატომ გარდაიცვალა 26 წლის გოგონა – ოჯახი ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს

   გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი ინგოროყვას კლინიკის ექიმების წინააღმდეგ – 26 წლის თამარ ბასილაიას გარდაცვალებაში ახლობლები მედიკოსებს ადანაშაულებენ. ისინი ექიმებს უყურადღებობაში სდებენ ბრალს და შესაბამისი უწყებებისგან რეაგირებას ითხოვენ. თამარ ბასილაია დღეს დილით გარდაიცვალა. ოჯახის წევრების განცხადებით, მას თავის ტვინზე ოპერაცია 6 მაისს ჩაუტარდა, მეორე დღეს კი მდგომარეობა დამძიმდა.
“ბავშვი კიოდა, ვეღარ უძლებდა, ექიმებმა კი უყურადღებოდ მიატოვეს, მაინტერესებს, რატომ არ იყვნენ ადგილზე და რატომ არ მიხედეს ჩემს შვილს. მოვითხოვ, ამიხსნან და გამარკვიონ, რატომ მოხდა ეს უბედურება“, -აცხადებს გარადაცვლილის მამა ზაალ ბასილაია.
პაციენტი 9 დღის განმავლობაში მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო გადაყვანილი. გარდაცვლილი მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოდან იყო. მას მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ინგოროყვას კლინიკაში კი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიერ საქმის შესწავლამდე კომენტარისგან თავს იკავებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები