“ჯონ მაკკეინის დაკრძალვას საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დაესწრება”

ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის დაკრძალვას საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დაესწრება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.
„ყველა ქვეყნიდან არის მიწვეული ორი უცხოელი სტუმარი, გადავწყვიტეთ, პარლამენტიდან წასულიყო დელეგაცია. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება იყო, ვყოფილიყავით წარმოდგენილი დაკრძალვის ცერემონიაზე. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იქნება ერთი წევრი უმრავლესობიდან – მე და ერთი უმცირესობიდან, როგორც ვიცი, ეს არის დავით ბაქრაძე“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა.
ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 2 სექტემბერს დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები