ხვალიდან წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაცია ოფიციალურად იწყება – რას აცხადებენ ცესკო-ში

ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით, 29 აგვისტოდან, კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, კანონმდებლობით აკრძალულია იმ პირების მიერ, რომლებსაც არ ეკრძალებათ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება მასზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან რამენაირად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს შეუწყობს რომელიმე კანდიდატის წარდგენას ან არჩევას.
„ასევე კანონმდებლობით აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სამუშაო საათებში წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წარმოება, ასევე აკრძალულია არამხოლოდ სამუშაო საათებში, არამედ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების დროსაც. კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ ბიუჯეტი თუ წინასწარ არ იყო განსაზღვრული – არ უნდა მოხდეს ისეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება რაც მანამდე არ იყო დაგეგმილი. გარდა ამისა, კანონმდებლობით აკრძალულია პენსიების ზრდა,შემწეობების გაზრდა, თუ ეს მანამდე არ იყო დაგეგმილი სახელმწიფო,ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
როგორც ცესკოში განმარტავენ, ასევე გარკვეული ვალდებულებები აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.
კონკრეტულად, მათ უნდა გამოყონ ის შენობა-ნაგებობები, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის უფლება აქვს თითოეულ კანდიდატს. ეს შენობა-ნაგებობები თანაბრად უნდა იყოს გამოყენებული და შესაბამისად, თანაბრად უნდა იყოს მიწოდებული თითოეული კანდიდატისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები