„ოპონენტები არჩევნების წინ თავს იზღვევენ და ცესკოს, საარჩევნო პროცესების კრიტიკას იწყებენ“

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპონენტები არჩევნების წინ თავს იზღვევენ და ცესკოს საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად, საარჩევნო პროცესების კრიტიკას იწყებენ.
„სისტემური პრობლემა არ არსებობს. თუ არის სადმე კონკრეტული გადაცდომა ამაზე ცესკოს რეაგირება ჰმართებს და მე იმედი მაქვს ამ შემთხვევაში ცესკო სათანადოდ ჩაეძიება საკითხს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, მთავარია, როგორი შეფასებები დაიდება პარტნიორების მიერ, როდესაც საარჩევნო პროცესი დასრულდება.
„მე დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაშიც ეს შეფასებები იქნება დადებითი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები