იმერეთის გუბერნატორი: ჩემი მთავარი ამოცანაა მხარეში მცხოვრებ მოსახლეობას დავუდგე გვერდით და თითოეულ მათგანს დავეხმარო

იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე პირველ მოადგილესთან გრიგოლ დალაქიშვილთან ერთად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, წევრებსა და სამსახურის უფროსებს შეხვდა.
ამასთან, დღესვე, შავლეგო ტაბატაძე ხარაგაულსა და ზესტაფონში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
როგორც „კვირას“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, იმერეთის რწმუნებულმა ინფორმაცია მოისმინა როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის ასევე, სოციალური, ჯანდაცვის, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით არსებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ.
„მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი რეგიონების განვითარებაა. იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას აქვს ბევრი პრობლემა და ჩვენ ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ მათ გადაჭრაზე. მე მესმის, რომ რთულია ყველაფერი ერთ თვეში მოგვარდეს, მაგრამ გპირდებით, თუ საჭირო იქნება 24 საათის განმავლობაში ვიმუშავებ და მაქსიმალურად შევეცდები შემჭიდროვებულ ვადებში მოვაგვარო ყველა საკითხი. ჩემი მთავარი ამოცანაა მხარეში მცხოვრებ მოსახლეობას დავუდგე გვერდით და თითოეულ მათგანს დავეხმარო საჭიროებისამებრ”, – აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.
მხარის რწმუნებულის განცხადებით, აუცილებელია გუნდურად მუშაობა და მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული გამოწვევების ერთობლივად გადაჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები