ირაკლი ლექვინაძე: Fitch-ის შეფასება საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგრადობას ადასტურებს

„Fitch-ის შეფასება საქართველოს ეკონომიკის საგარეო რისკებთან მიმართებაში მაკროეკონომიკურ მდგრადობას ადასტურებს“, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
„Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მაკროეკონომიკური ფაქტორებისა და საგარეო ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის შესახებ.
„რეგიონში არსებული ეკონომიკური სირთულეებისა და ზოგიერთ მეზობელ ქვეყანში შექმნილი სავალუტო კრიზისის ფონზე, ავტორიტეტულმა საერთაშორისო საკრედიტო კომპანია Fitch-მა საქართველოს შეუნარჩუნა საკრედიტო რეიტინგი „BB-“ პოზიტიური პერსპექტივით. ეს იმას ნიშნავს, რომ თურქეთში მიმდინარე მოვლენების ეფექტის გავლის შემდეგ, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა რეიტინგი კიდევ ერთი საფეხურით გაიუმჯობესოს”, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
მისი თქმით, რომ არა თურქეთის კრიზისი და რუსეთის მიმართ აშშ-ის შესაძლო სანქციების ეფექტი საქართველოს რეიტინგი მეტი იქნებოდა.
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო, რომელითაც საქართველოს „BB“ კატეგორიის ქვეყანებზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.
ასევე პოზიტიურია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საქართველოს წინსვლა საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით, ინფლაციის მაჩვენებელი, ფისკალური დეფიციტის შემცირების ტენდენცია, რომელიც Fitch-ის პროგოზით, 2018-2019 წლებში ქვეყანში 2.6%-მდე შემცირდება, რაც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის კიდევ უფრო მეტი ფისკალური კონსოლიდაციის მიზნებთან, ისევე როგორც “BB” რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები