„ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობით მაღალი პრემიების გაცემა მიუღებელია“

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სასჯელაღსრულების სისტემაში გაცემული მაღალი პრემიების თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, მაღალი პრემიების გაცემა მიუღებელია. რაც შეეხება სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარს, კალაძის განცხადებით, ის არის კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელმაც შეძლო სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარება.
“ჩვენ გვახსოვს ორი წლის წინ რა ხდებოდა ციხეებში და როგორ უსწორდებოდნენ იქ ადამიანებს. თვითონ პრემიებს რაც შეეხება, ჩემთვის პირადად მიუღებელია ამხელა პრემიები. ეს სწორი არ არის იმ სოციალურ ფონზე, რა სოციალური ფონიც დღეს ქვეყანაშია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები