ადიგენის მუნიციპალიტეტში სკოლების რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარზმისა და სოფელ მოხის საჯარო სკოლების რეაბილიტაციას იწყებს. სარეაბილიტაციო სკოლები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა, სადაც არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. პროექტი ითვალისწინებს არსებული სკოლების სრულ რეაბილიტაციას, კერძოდ, საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტ დარბაზების, სპორტული მოედნების და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას. ასევე, იგეგმება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების მოწყობა. სკოლები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საპროექტო-სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები