19 წლის ბიჭი, რომელიც უშგულში კოშკიდან გადმოვარდა, ვერტმფრენით ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოჰყავთ

უშგულში 19 წლის ბიჭი, რომელიც კოშკიდან გადმოვარდა, თბილისში ვერტმფრენით გადმოჰყავთ.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცს ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში მოათავსებენ.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაფრინდა, რომელიც ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოითხოვა, რადგან ახალგაზრდის ტრანსპორტირება სამედიცინო პუნქტამდე ავტომობილით შესაძლოა, მისი სიცოცხლისთვის საშიში ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები