ანგელა მერკელი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა (ფოტოკოლაჟი)

სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აზერბაიჯანში ჩავიდა.
ოფიციალური მიღების შემდეგ, ანგელა მერკელი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
ანგელა მერკელი აზრბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შემდეგ ეწვია.
ერევანში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან სომხეთის თანამშრომლობას აფასებს.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირშია, ბრიუსელთან თანამშრომლობაზე უარს არასოდეს აცხადებს.
ანგელა მერკელი სომხეთის ახალი მთავრობის წევრებს შეხვდა, მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრ ნიკოლა ფაშინიანთან და პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან ერთად ერევნის ქუჩებში გაისეირნა.
ანგელა მერკელი სომხეთში საქართველოდან ჩავიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანგელა მერკელს დახვდნენ გერმანელი ჯარისკაცები, რომელთაც კანცლერი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაესაუბრა. ანგელა მერკელი თვითმფრინავის ტრაპთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიაცილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები