ანაკლიაში, ფესტივალზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES ერთი მონაწილე გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი ფესტივალის ტერიტორიაზე ცუდად გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
არსებული ინფორმაციით, ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები