უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს (ფოტოკოლაჟი)

24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ წუთებში, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კიევის ცენტრში სამხედრო აღლუმიც გაიმართა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.
27 წლის წინ, 1991 წელს უკრაინელმა ხალხმა აღადგინა სახელმწიფოებრიობა და საბჭოთა კავშირისგან ნანატრი დამოუკიდებლობა მოიპოვა.
1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები