მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვწამს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი

ჩვენ ისედაც ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ჩვენ წვლილი გვაქვს შეტანილი ამ ევროპული ფასეულობების ფორმირებაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა ჩვენ გვწამს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გერმანული მედიასაშუალების წარმომადგენლი დაინტერესდა – სჯერა თუ არა საქართველოს, რომ ის შევა ტრანსატლანტიკურ და ევროპულ ოჯახში.
„ჩვენი მიზნები არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ ვართ მხოლოდ მშვიდობაზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენს მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, მაგრამ აქვე არ გვაქვს ილუზია და ვიცით, რომ კიდევ გვაქვს ძალიან ბევრი გასაკეთებელი. ჩვენ ვართ ძალიან თანმიმდევრული და ვდგამთ პროგნოზირებად ნაბიჯებს. აქედან გამომდინარე გავაგრძელებთ იმ რეფორმების აქტიურ დანერგვას, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან და რწმუნებული ვარ, რომ როდესაც იქნება ამის მზაობა, საქართველო იქნება 100 პროცენტით სრულფასოვნად მზად, რომ გახდეს როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრი, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები