მაკა ბოჭორიშვილი: მადლობა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში ვიზიტისთვის – მისი ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილი და ნაბიჯია

“გენერალურო მდივანო, თქვენი ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. საქართველო არის ეუთოს ის მონაწილე ქვეყანა, რომლისთვისაც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისთვის ზრუნვა ყველაზე რელევანტური და მნიშვნელოვანია”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„მადლობა მას ამ რანგში საქართველოში ვიზიტისთვის. მიმდინარე წელს ჩვენ უკვე რამდენჯერმე შევხვდით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ეუთოს და ასევე გენერალური მდივნის მხრიდან აქტიური თანამშრომლობის მზაობას უსვამს ხაზს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მას“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები