ანგელა მერკელი საქართველოშია – გერმანიის კანცლერის თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოშია.
თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილზე 15 წუთით ადრე დაჯდა.
ანგელა მერკელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა.
მნიშვნელოვან სტუმარს თბილისის საერთაშორისო აერპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანგელა მერკელი მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
მოგვიანებით, გერმანიის კანცლერი პირისპირ შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს. ასევე, გაიმართება გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც გერმანიის მხრიდან კანცლერი ანგელა მერკელი, სახელმწიფო მდივანი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
ანგელა მერკელი საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება. სამხრეთ კავკასიურ ტურნეს კი აზერბაიჯანში ვიზიტით დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ 18 აგვისტოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გერმანიაში, შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები