ირაკლი ალასანია: სოზარ სუბარი სწორ გზაზე დგას

  საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სასჯელაღსრულების სისტემაში გაცემული მაღალი პრემიების თემას გამოეხმაურა. მინისტრი მიიჩნევს, რომ სოზარ სუბარი სწორ გზაზე დგას.
“მე მგონი, მთელმა საქართველომ დაინახა, როგორ შეიცვალა ვითარება ჩვენს საპატიმროებში. ეს არის პირადად ბატონი სუბარის დამსახურება. ეს იყო ეგზეკუციის ინსტიტუტი, ციხე, კარგად გვახსოვს რა ხდებოდა იქ. ახლა პატიმრების უფლებები როგორ არის დაცული ესეც კარგად ნახა როგორც საქართველოს მოსახლეობამ, ისე საერთაშორისო დამკვირვებლებმა. ციხე სამართავად რთული ინსტიტუტიციაა. როგორც ვიცით იქ არის ახალი გუნდი მისული, რომელმაც მოახერხა და სტაბილური ვითარება შექმნა და მე მგონია, რომ სოზარი სწორ გზაზე დგას. იდეალური სიტუაცია არსად არ არის და რაღაც ნაკლოვანებები, რომელიც იქნება გამოსწორდება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები