რევაზ აფხაზავა: სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, შესაძლოა, იყოს რისკები

განათლების საკითხებში ექსპერტი რევაზ აფხაზავა შავი ზღვის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ერთი წლით შეჩერების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სტუდენტების ინტერესები იყოს დაცული.
ამასთან, ექსპერტი ამბობს, რომ სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულება არის სერიოზული საკითხი.
“შესაძლოა, იყოს რისკები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულება არის სერიოზული თემა, თუმცა უნდა დაველოდოთ დასკვნას. ეს საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, შესაძლოა იყოს რისკები გამართულ სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, დაცული იყოს სტუდენტების ინტერესები“,- აღნიშნა რევაზ აფხაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები