პარლამენტი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებს დაამტკიცებს
საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა იწყება. დღვანდელ სხდომაზე დეპუტატები პირველი მოსმენით ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებს დაამტკიცებენ. როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმცირესობა კანონში შესატან ცვლილებებს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მხარს დაუჭერს.
განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მთავარი შენიშვნა უკავშირდება, ერთ საკითხს, თუ რომელ უწყებას უნდა ჰქონდეს წვდომა მოსმენებთან დაკავშირებით. როგორც ისინი აცხადებენ, ამ საკითხთან წვდომა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს უნდა ჰქონდეთ.