ემპათიის დასკვნა: არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში სხვადასხვა მეთოდით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია

„არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში სხვადასხვა მეთოდით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია“, – ამის შესახებ „კვირას“ ცენტრ „ემპათიიდან“ აცნობეს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე „ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ხვალ გაიგზავნება.
ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფმა, 10 ექსპერტის მონაწილეობით, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და ძალადობრივი სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით კომპლექსურ – კომისიური სასამართლო ექსპერტიზა დაასრულა.
„ემპათიის“ ცნობით, აღნიშნული დასკვნით დადასტურებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ქალაქ ცხინვალში პატიმრობისას აწამეს წამების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, რამაც გამოიწვია მისი გარდაცვალება.
დასკვნა წარმოადგენს მთავარ მტკიცებულებას სარჩელში ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც ცენტრ „ემპათიას“ მიერ მომზადდა და 22 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება; ევროკონვენციის მე – 2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე – 3 მუხლის (წამების აკრძალვა), ასევე მე – 5 (თავისუფლების უფლება), მე – 8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) და მე – 13 მუხლების (ეფექტური ზომა) დარღვევისათვის.
როგორც „კვირას“ ცენტრ „ემპათიიდან“ აცნობეს, დასკვნა მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების „სტამბოლის პროტოკოლი“, „მინესოტას პროტოკოლი“, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სიკვდილის მიზეზების დადგენის საერთაშორისო გაიდლაინისა და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის, მე – 10 – ე გადასინჯვის შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები