სოზარ სუბარმა გადადგომის შესახებ განცხადება სამჯერ დაწერა
სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, გადადგომის შესახებ განცხადება 3-ჯერ დაწერა. როგორც სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გადადგომის თხოვნით მან ბიძინა ივანიშვილს ორჯერ, მესამედ კი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.
“მე პირადად ორჯერ მივმართე ბიძინა ივანიშვილს მისი პრემიერ-მინისტრობის დროს გადადგომის თხოვნით და ერთხელ ამჟამინდელ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.