სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ბიოგრინი“ ზაფრანის წარმოებას იწყებს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ბიოგრინის“ საქმიანობას გაეცნო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ბიოგრინი“, რომელიც 8 მეპაიეს აერთიანებს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში საქმიანობს. კოოპერატივს 7 ჰა-ზე აქვთ გაშენებული ზაფრანა, ნედლეულის გადამუშავება აქტიურ ფაზაშია შესული. კოოპერატივი პროდუქციას საექსპორტოდ ამზადებს.
გიორგი მიშელაძის განცხადებით, ამ მიმართულებით გაერთიანების შედეგად, თითოეული მეპაიისთვის ხელმისაწვდომია კოოპერაციის სიკეთე, რადგან მათ უკვე საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან შეუძლიათ მიიღონ გაზრდილი შემოსავალი. მისასალმებელია, რომ კოოპერატივი „ბიოგრინი“ საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტს აწარმოებს.
დღეისათვის, საქართველოში სხვადასხვა დარგის 1182 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით კოოპერაცია აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას და შედეგად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები