“მერკელი საქართველოში პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩამოდის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია“

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩამოდის, რაც დეპუტატის აზრით,ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.
დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, გერმანიის კანცლერი დიდი ხანია არ ყოფილა საქართველოში და ეს არის კონკრეტული მხარდაჭერის სიგნალი, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე.
„ეს არის კონკრეტული გზავნილი, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს და მზად არის თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებზე განსახილველი მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, გამოწვევები, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები იქნება. ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებსაც.
„ტრადიციულად, გერმანია მხარს უჭერდა საქართველოს და ეკონომიკაში ჩართული იყო. აღნიშნული შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ცნობისთვის, ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები