სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ნინო ვიბლიანი დღემდე, სოფელ ჭუბერში მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელის პოსტს იკავებდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 7 რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ალექსანდრე მოწერელია დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები