მიხეილ სააკაშვილი: ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად, ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო

„ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად, ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა Новое время -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა გამოცემასთან საქართველოში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მხარდამჭერები არჩევნების ფალსიფიცირების უფლებას არავის მისცემენ.
„როგორც კი „ქართული ოცნება“ წააგებს და ისინი წააგებენ, არჩევნების ფალსიფიცირებას მოახდენენ და ამისთვის ემზადებიან, თუმცა ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ. ამიტომაც ვემზადები საქართველოში ჩასასვლელად, ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო“, – აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ამავე ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოვლენებსაც შეეხო უკრაინაში დაბრუნებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, როგორც კი პეტრო პოროშენკო წავა, ის სასამართლოს გზით, უკრაინის მოქალაქეობას აღიდგენს.
„რა თქმა უნდა, მე დავბრუნდები უკრაინაში. როგორც კი პოროშენკო წავა და მე აღვადგენ ჩემს მოქალაქეობას სასამართლოს გზით, მე დავბრუნდები უკრაინაში. ჩემთან მიმართებაში ყველაფერი დაარღვიეს და მივაღწევ იმას, რომ ვინც ჩემთან მიმართებაში ეს დარღვევები ჩაიდინა, კანონით დადგენილი წესით აგონ პასუხი“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები