სალომე ზურაბიშვილი: „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს მაშინ დავიწყებ, როცა მათი მხრიდან გადაწყვეტილება იქნება მიღებული

„მე დავიწყებ კონსულტაციებს, „ქართულ ოცნებასთან“ როცა, მათი მხრიდან გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, მას „ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციები ჯერ არ ჰქონია.
„მე დავიწყებ კონსულტაციებს, როცა მათი მხრიდან გადაწყვეტილება მიღებული იქნება. არ მინდა წინასწარ ჩავერიო პროცესში, რომელიც მე არ მეკუთვნის. ეს არის მათი გადასაწყვეტი. როგორი კანდიდატი ვარ, როგორი პიროვნება ვარ, ყველამ კარგად იცის, თუნდაც პარლამენტიდან, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მათთვის მისაღებია, ჩემი ჩარევის გარეშე. როგორც კი მიღებული იქნება ეს გადაწყვეტილება და თუ იქნება დადებითი, ამის შემდეგ, საჭირო გახდება კონსულტაციები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ბათუმში იმყოფება, სადაც მის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები