ლევან იზორია, ოფიციალური ვიზიტით, გერმანიაში მიემგზავრება

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ოფიციალური ვიზიტით, გერმანიაში მიემგზავრება. ამასთან, როგორც ლევან იზორიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იგი ოფიციალურ ვიზიტამდე, 22 აგვისტოს, გერმანიაში ჩავა და იმ სამხედროებს ინახულებს, რომლებიც გერმანიაში წინამოსამზადებელ ეტაპს გადიან, ავღანეთში მისიის შესრულებამდე.
„22 აგვისტოს, ვგეგმავ, ვესტუმრო გერმანიაში ჩვენს სამხედროებს, რომლებიც წინამოსამზადებელ ეტაპს გადიან, ავღანეთში მისიის შესრულებამდე. სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, ოფიციალურ ვიზიტს ვგეგმავ გერმანიაში. სტრატეგიულ დონეზეც თანამშრომლობის დინამიკა ძალიან ინტენსიურია. გასულ წელს, საქართველოში პირველად იყო გერმანიის თავდაცვის მინისტრი. მექნება შესაძლებლობა, წელსაც შევხვდე“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები