ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტზე გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს

23-25 აგვისტოს, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს – საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„მოლაპარაკებების დროს, განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობები და ეკონომიკური კავშირები, ასევე, ევროპული და საგარეო პოლიტიკის საკითხები“, – აღნიშნულია გერმანიის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანგელა მერკელი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 23 აგვისტოს ეწვევა, საქართველოდან კი სომხეთში გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები