ეკა ბესელია: არ მგონია, რომ საარჩევნო კამპანიის დროს, შენობებზე ამდენი დებატი უნდა იმართებოდეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით დისკუსია უნდა დასრულდეს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნულ საკითხზე დებატების წარმართვა მომგებიანი არ არის.

„თემები დაილია და სხვა თემები არ არის? ამ თემაზე „ქართულმა ოცნებამ“ დებატები დიდი ხნის წინ დაასრულა. ვინც საპრეზიდენტო კამპანიის წარმართვას ამ თემით ცდილობს, მისთვის მთლად მომგებიანი არ უნდა იყოს. ეს პოლემიკა უნდა დასრულდეს, რადგან ქვეყანაში ბევრი სხვა პრობლემა და გამოწვევა არსებობს, ამაზე საუბარი კი ცოტა უხერხულია. არ მგონია რომ საარჩევნო კამპანიის დროს, შენობებზე ამდენი დებატი უნდა იმართებოდეს. კარგი იქნება, დავამთავროთ ეს დისკუსია, ნუღარ გავზომავთ ამ ფართობებს, რადგან ამ გაზომვაში მე მგონია, რომ ზარალდებიან თავად კანდიდატები“, – აცხადებს ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები