მოუწევს თუ არა ახალ პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციის დატოვება – რა პრინციპული პოზიცია აქვს პრემიერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების შენახვა მოქალაქეებს მინიმალური თანხა უნდა უჯდებოდეთ.

მისივე თქმით, ეს მიდგომა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაშიც ვრცელდება.

„ჟურნალისტებისთვის ძალიან ნათლადაა ცნობილი ჩემი მიდგომა, გადასახადების გადამხდელებს რა უნდა უჯდებოდეთ სახელმწიფოსა და მისი შტოების შენახვა. ეს პრინციპული პოზიცია, რომ სახელმწიფო სტრუქტურების შენახვა მოქალაქეებს მინიმალური თანხა უნდა უჯდებოდეთ, ყველა შტოსთან მიმართებაში, მათ შორის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაშიც ვრცელდება ჩემი მიდგომა“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები