სოზარ სუბარი: პრეზიდენტი უნდა იყოს იმ სასახლეში, რომელიც მისი ფუნქციების შესატყვისია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის, სოზარ სუბარის განცხადებით, უმჯობესი იქნება, თუ ახალი პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში განთავსდება.

„მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს იმ სასახლეში, რომელიც არის შესატყვისი იმ ფუნქციების, რასაც ახალი კონსტიტუცია აწესებს, თუმცა თითოეულმა ადამიანმა – იმ კანდიდატმა, რომელიც გაიმარჯვებს, თვითონ უნდა გადაწყვიტოს, სად უნდა იყოს, არანაირი მითითება არ იქნება. პირადად მე, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, იმ ფუნქციებით, რაც არის ახალი კონსტიტუციით განსაზღვრული პრეზიდენტისთვის, სასახლე, რომელიც მისთვის არის გაკეთებული – ორბელიანის სასახლეს ვგულისხმობ – არის აბსოლუტურად შესატყვისი“,- განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები