„სოზარ სუბარის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ არაფერი მსმენია“

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მას არაფერი სმენია იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა შეიძლება თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტების განუცხადა.
“ჩემი შეფასებით, სოზარ სუბარი ეფექტური მენეჯერია და ის ურთულეს სისტემას უძღვება. მე სისტემის დეტალებში გარკვეული არ ვარ. შემიძლია გითხრათ ჯადაცვითი ნაწილი მხოლოდ, შეუდარებელია იმასთან შედარებით, რაც იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში, იმდენად დიდი გაუმჯობესება და ნახტომი გააკეთა. ჩემი აზრით, სუბარი ეფექტური მენეჯერია და შეძლებს ამ სისტემის მართვას”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება კითხვას სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემულ მაღალ პრემიებთან დაკავშირებით, სერგეენკომ აღნიშნა, რომ დეტალები არ იცის, თუმცა თუ 12 000-ლარიანი პრემია ერთჯერადია, ეს ამ შემთხვევაში ძალიან დიდი პრემიაა.
ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიძლება სოზარ სუბარმა თანამდებობა დატოვოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები