სოფიო ქაცარავა პარაგვაის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა პარაგვაის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს, მიგელ ხორხე კუევას შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და მისი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, სოფიო ქაცარავამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას და ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და პარაგვაის შორის საპარლამენტო კავშირებზე და მის როლზე ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების საქმეში. მხარეებმა საერთაშორისო ფორმატებში მრავალმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და პარაგვაიში საქართველოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები