საქართველოს პარლამენტი თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პარლამენტი, ქალაქ სომას მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო, თურქეთის ხელისუფლებას და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
“პარლამენტის წევრები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ტრაგედიის გამო, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ადამიანი დაშავდა და მრავალი მათგანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.
ქართველი პარლამენტარები იმედს გამოთქვამენ, რომ ამ დრომდე დაკარგული ადამიანების პოვნა მოხერხდება და ისინი თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან, ხოლო უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებენ”, – აღნიშნულია პარლამენტის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები