თბილისში 9 წლის გოგონას აივნის გისოსებიდან დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, 9 წლის გოგონა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ცნობილია იგი საქართველოს ნაკრების მეკარის, ნუკრი რევიშვილის შვილი იყო. არსებული ინფორმაციით, გოგონამ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოჰკიდა ხელი, რა დროსაც მასზე დენი გადავიდა და დაიღუპა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები