“ნაციონალურ მოძრაობაში” ნიკა მელია შესაძლოა, ზაზა ბიბილაშვილმა ჩაანაცვლოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი – ზაზა ბიბილაშვილი შესაძლოა, პარტიის მთავარი სახე გახდეს. არსებობს ინფორმაცია, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გახდება და ამ პოზიციაზე ნიკანორ მელიას ჩაანაცვლებს. ამ ეტაპზე, გავრცელებული ამბის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ “ენმ”-ს წევრები, ხოლო თავად ბიბილაშვილმა ინფორმაციას ჭორი უწოდა.
“სისულელეა, მსგავსი არაფერი იგეგმება, საიდან ვრცელდება ეს ჭორები? მე “ენმ”-ს გუნდის აქტიური წევრი ვარ და ვრჩები”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიკანორ მელია მალე “ნაციონალური მოძრაობის” რიგებს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები